21:14 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 17:11:27, 1363 ნახვა

კომენტარი
მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

რეანიმაციული სამსახურის უფროსის თეკლა ჯანელიძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოციძირეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მიმღებ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში. გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დადასტურდა თავის ტვინში სუბარაქნოიდური სისხლჩაქცევა, წელის, გულ-მკერდის, კისრის მალების მოტეხილობა. ასევე მოტეხილია მენჯის ძვლები და მარცხნივ ბარძაყის ძვალი. პაციენტის მდგომარეობა უმძიმესი, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, ჰემოდინამიკურად არასტაბილურია. გრძელდება მკურნალობა და დაკვირვება“, - განაცხადა თეკლა ჯანელიძემ.

ცნობისთვის, დღეს თბილისში, მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics