20:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 15:43:03, 1762 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი და გეგმები ჩვენს პარტნიორებთან სათანადოდ იქნება მიტანილი

„საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ბიურის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დაგეგმილია შეხვედრები სტრატეგიულ პარტნიორებთან და მანვე იმედი გამოთქვა, რომ ისინი სათანადოდ იქნებიან ინფორმირებულნი საქართველოს პროგრესისა და გეგმების შესახებ.

„საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო კოლეგებს, რომლებმაც უკვე მიიღეს ევროპის საბჭოს ფორმატში მონაწილეობა, სამუშაო შეხვედრებსა და სესიებში, ასევე ევროპარლამენტის მიმართულებით ჩვენ ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებთან. უკვე დაგეგმილია ოთხზე მეტი მაღალი დონის ვიზიტი, რომელთა განხორციელებაც ამ კვირიდან დაიწყება. ასე რომ, ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიური იქნება პარლამენტი და იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი და გეგმები, რაც მთავარია, მომავალთან დაკავშირებული ხედვა ყველა ჩვენს პარტნიორთან სათანადოდ იქნება მიტანილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics