22:45 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 14:05:14, 1710 ნახვა

კომენტარი
ბესელია მთავრობის ვაშინგტონში ვიზიტზე - პარტნიორთან გაფუჭებულ ურთიერთობას ვიზიტი ვერ შემოატრიალებს

„ვიზიტი კი არ შემოატრიალებს ამ გაფუჭებულ ურთიერთობას და განაწყებნებული და იმედგაცურებული პარტნიორის დამოკიდებულებას, არამედ გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, რომელსაც ელოდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მხრიდან“, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის ახალი პროექტის ინიცირებას აპირებს და ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციას გადის პარტნიორებთან.

„ვიზიტი კი არ შემოატრიალებს ამ გაფუჭებულ ურთიერთობას და განაწყებნებული და იმედგაცურებული პარტნიორის დამოკიდებულებას, არამედ გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, რომელსაც ელოდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მხრიდან. ელოდება მაგალითად რა მოხდება საარჩევნო რეფორმის კუთხით იმ მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც რაუნდებად იმართება და არ დასრუდა. ელოდება რა მოხდება იგივე, როცა განცხადეებები კეთდებოდა, რომ ცუდია მოსამართლეების შერჩევის პროცედურა და გვეუბნევა, რომ შეცვალეთ ეს კანონი. ძალიან მალე მე ვაპირებ ამ ახალი პროექტის ინიცირებას, ახლა გავდივარ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ელოდებიან რა ნაბიჯებს გადადგამს მართველი პარტია და არა იმას, ვინ რა დონის ვიზიტს განახორციელებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics