20:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 11:45:10, 1481 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - მივესალმები ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელებას

„ამაზე დიდი ხანია მიმდინარეობდა საუბარი და მე მივესალმები ამ კომუნიკაციას აშშ-სთან“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მთავრობის მიერ  ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელებას.

როგორც მერმა აღნიშნა, ზოგადად, ურთიერთობა კონგრესმენებთან და სენატორებთან ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამაზე დიდი ხანია მიმდინარეობდა საუბარი და მე მივესალმები ხელშეკრულების გაგრძელებას, ასევე ზოგადად ურთიერთობას კონგრესმენებთან, სენატთან, სენატორებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ერთობლივად და მე ამ კომუნიკაციას მივესალმები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე კონგრესმენების კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია მათთან.

„რაც შეეხება კონგრესმენების წერილებს, საჭიროა მეტი კომუნიკაცია მათთან, უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება და მისასალმებელია ის ვიზიტები, რომლებიც არის სამომავლოდ დაგეგმილი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ ლობისტურ კომპანია „Chartwell Strategy Group“-თან თანამშრომლობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. ხელშეკრულების ასლი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, 2020 წლის 27 იანვრით არის დათარიღებული. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დარეგისტრირებული პირი იმუშავებს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics