11:23 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-02 12:13:41, 1269 ნახვა

საზოგადოება
უხანიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ევაკუირება საფრანგეთის დახმარებით მიმდინარეობს

ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ევაკუირება საფრანგეთის დახმარებით მიმდინარეობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა დღეს, 2 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 ამ დროისთვის ჩინეთის ქალაქ უხანში საქართველოს 3 მოქალაქე საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე რჩება.

როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი აღნიშნავს, თავდაპირველად უხანში სულ საქართველოს 10 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა, დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზე მათმა ნაწილმა საკუთარი ინიციატივით დატოვა ჩინეთი. მისივე თქმით, საელჩოს ასევე კომუნიკაცია აქვს 200-მდე საქართველოს მოქალაქესთან, რომლებიც დაავადების გავრცელების ზონაში არ არიან, თუმცა იმყოფებიან ჩინეთის ტერიტორიაზე.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უხანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ანკარაში დაეშვა.

 უხანიდან ევაკუირებული საქართველოს სამი მოქალაქე.  მათ მიმართ დაწესდა ე.წ. საკარანტინო რეჟიმი და გაივლიან ორკვირიან სამედიცინო დაკვირვებას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics