11:37 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 15:24:45, 2638 ნახვა

კომენტარი
გვარამია თავდამსხმელებზე - ეს ხალხი დაქირავებულია და მათ ფულს გიორგი ვოლსკი უხდის

„ეს ხალხი არის დაქირავებული, მათ უხდიან ფულს“,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მასზე თავდასხმა გიორგი ვოლსკიმ შეუკვეთა და ის მოითხოვს, რომ ვოლსკიმ დატოვოს მანდატი და მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როგორც დამკვეთი.

გვარამიას თქმით, მასზე თავდასხმა გიორგი ვოლსკიმ შეუკვეთა. ის მოითხოვს, რომ გიორგი ვოლკიმ მანდატი დატოვოს და სისხლის სამართლის პასუხისმგელობაში მიეცეს, როგორც დანაშაულის დამკვეთი. „მათ ჰქონდათ მოტივი ჩემზე ანგარიშსწორებისთვის. ჩემზე ანგარიშსწორება არის ჟურნალისტური და პოლიტიკური პოზიციის გამო. ეს არის სიძულვილის დანაშაული. ამიტომ 126 მუხლით კვალიფიკაცია არის არასწორი. კვალიფიკაცია უნდა მოხდეს მოტივის მიხედვით. ეს არის ჟურნალისტურ და ადვოკატურ საქმიანობაში ხელშეშლა, ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობის გამო ანგარიშსწორება . ამ „კრაკადილშიკებს“ საერთოდ არ აინტერესებთ და არც იციან ჩემი საზოგადოებრივი პოზიცია. ეს ხალხი არის დაქირავებული, მათ უხდიან ფულს, ამას აკეთებს გიორგი ვოლსკი. დღეს მე ჩვენება მივეცი ვოლსკის წინააღმდეგ, ის არის დამკვეთი ამ ანგარიშსწორებისა და არის დამნაშავე. ეს არის მძიმე დანაშაული. ის უნდა დაიკითხოს პირველ რიგში, მასზე ჩვენება მაქვს მიცემული როგორც დამკვეთზე. კეთილი უნდა ინებოს პოლიციამ და პროკურატურამ და ის დაკითხონ. მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით მანდატი დატოვოს და სამართლებრივი პასუხისმგებლობის კუთხით, მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების დამკვეთი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics