11:23 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 10:44:39, 939 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი საბჭოს შეხვედრას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის -„არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ - მმართველი საბჭოს შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს.

პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის, არასრულწლოვან დამნაშავეთა მხარდაჭერის, თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის და სხვა მიმართულებების გაუმჯობესების ხელშეწყობას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics