2020-01-31 10:40:56, 1627 ნახვა
რეგიონი
გურჯაანში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაშავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში ხანძრის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაშავდა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, რის შედეგადაც შენობის უმეტესი ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა.
დაშავებული სხეულზე მიღებული დამწვრობით, თავდაპირველად გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მოგვიანებით ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მეპატრონის მხრიდან არასწორად დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობა გახდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე კახეთის 6 სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მომხდარის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,