13:24 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 10:45:19, 1048 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ

„თუ კორონავირუსი საქართველოში გამოვლინდება ჯანდაცვის სისტემა მზად არის შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა შესაბამის უწყებებს კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინიტროსთან კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ის გარკვეული და ეფექტური ნაბიჯები, რომელებიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით არის მაკოორდინებელი ორგანო და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ შესაბამისი ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ მივიღეთ, პირველ რიგში, გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს დროებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც შეგვეძლო გადაგვედგა, თუმცა ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება საქართველოში მსგავსი ვირუსი შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას“,- განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics