09:01 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 14:35:06, 2001 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება.

აღნიშნულის შესახებ კანონპროექტი თბილისის მერიამ მოამზადა.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, საკრებულო უახლოეს დღეებში განსაზღვრავს იმ ადგილებს, რომლებსაც აღნიშნული აკრძალვა შეეხება.

რაც შეეხება ელიავას ბაზრობას, ვიცე-მერის თქმით, ამის თაობაზე  განცხადებას რამდენიმე კვირის განმავლობაში გააკეთებენ და საზოგადოებას მათ პოზიციას გააცნობენ.

„კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების პროცესშია და უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი საკრებულოსთვის.

რაც შეეხება აალებად და გარემოს დამაბინძურებელი საქონლით ეკონომიკურ საქმიანობას, ეს არ ეხება მხოლოდ ელიავას ბაზრობას და ეხება ყველა იმ ადგილს, სადაც ასეთი ტიპის საქონლით ვაჭრობა და გარემოს დაბინძურება, ასევე ნორმალური საცხოვრებლის პირობების დაზიანება ხდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics