09:01 - 28 Jul, 2026
|
2020-01-29 11:28:44, 903 ნახვა
საზოგადოება
ხმაური პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შესვლას ითხოვდა
საქართველოს პარლამენტის შენობასთან ხმაური იყო. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა და ის ადგილიდან გაიყვანეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს დღეს პარლამენტში პრესკონფერენცია ჰქონდათ დაგეგმილი. ისინი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)