09:01 - 28 Jul, 2026
|
2020-01-28 12:14:26, 1882 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის გამო ვუჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო ჩინეთთან ფრენები აიკრძალება და ვუჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. მისი თქმით, დღეს, დღის მეორე ნახევარში შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ამ მოქალაქეების ევაკუაცია. „ფრენები აიკრძალება, ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგემება და დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩვენ გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ამ მოქალაქეების ევაკუაცია. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში. შესაბამისად, ვაკეთებთ ყველაფერს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)