|
2020-01-27 13:55:14, 1891 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: არც ერთი საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანი საქართველოში დაფიქსირებული არ არის
„არც ერთი საეჭვო სიმპტომებიანი ადამიანი საქართველოში დაფიქსირებული არ არის და ყველა პირდაპირი რეისი გადადებულია“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, დილის მონაცემებით, გუშინ საზღვარზე შემოვიდა დაახლოებით, 144-მდე ჩინეთის მოქალაქე და საქართველოდან გავიდა 110-მდე ადამიანი. „დილის ინფორმაციით, გუშინ საზღვარზე შემოვიდა დაახლოებით, 144-მდე ჩინეთის მოქალაქე სხვადასხვა რეისებით და ასევე საქართველოდან გავიდა დაახლოებით 110 ადამიანი. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არც ერთი საეჭვო სიმპტომებიანი ადამიანი დაფიქსირებული არ არის. ყველა პირდაპირი რეისი გადადებულია, რომლებიც კვირის განმავლობაში ორჯერ უნდა განხორციელებულიყო. ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები ჯერჯერობით არ არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული სხვა აკრძალვითი ღონისძიებები, მოგზაურობა, სავაჭრო ურთიერთობები და ა.შ.“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)