|
2020-01-27 13:45:22, 1399 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ ჩინეთის მიმართულებით ფრენები შეზღუდონ
„დღემდე ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აეროპორტებში მკაცრი რეგულაციების დაწესებაზე განსაკუთრებული მითითებები არ ყოფილა. „დღემდე ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით. ასევე ჩვენ შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. იმ მიმართულებით რომ გვქონდეს აქტიური ინფორმაცია, ჩვენი საჰაერო მიმოსვლა ასევე კონტროლის ქვეშაა. ამ ეტაპისთვის, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდანაც არ ყოფილა მოწოდებული განსაკუთრებული მითითებები იმის შესახებ, რომ აეროპორტებში მკაცრი რეგულაციები დაგვაწესებინა, თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც დაფიქსირდება საჰაერო თუ სახმელეთო მიმოსვლის რისკის მქონე პაციენტი, მათი შემოწმება განხორციელდება ექიმების მხრიდან სრული აღჭურვილობით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)