|
2020-01-25 12:15:29, 2687 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს კიდევ ერთი კონგრესმენი უგზავნის
საქართველოს მთავრობას კრიტიკულ წერილს ამჯერად წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ბრაიან ბაბინი უგზავნის. წერილი, რომელიც 23 იანვრით არის დათარიღებული, ბაბინმა საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ბაბინი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში წერს, აღნიშნული წერილი გიორგი გახარიას „მეცნიერების, კოსმოსისა და ტექნოლოგიების“ წევრებმა საქარველოში გადავადებული რეფორმებისა და მერიკის ინვესტიციების მიმართ გაუარესებული სიტუაციების გამო მისწერეს. წერილში, კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უკუსვლისა და ეკონომიკური მდგომრეობის გაუარესების გამო. ბაბინი უერთდება ადამ კინზინგერისა და ჯერალდ კონოლის შეშფოთებას, რომ დაპირებული დემოკრატიული რეფორმები არ გატარდა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა. ბაბინი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ს კომპანიების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას შეიკავებს და ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია, ეკონომიკური კეთილდღეობა და ბუნებით მინიჭებული თავისუფლება შენარჩუნდეს. „იმედს გამოვთქვამთ ,რომ მთავრობა შეძლებს შეაკავოს აგრესიული ქმედება აშშ-ის კომპანიების წინააღმდეგ და იმუშავებს იმისთვის, რომ შეაჩეროს მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და თავისუფლებას, ბუნებრივ, ღვთის მიერ ბოძებულ უფლებას მთელი ქართველი ხალხისთვის"- წერს ბრაიან ბაბინი.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)