19:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 16:35:30, 2826 ნახვა

სამართალი
ოპოზიციის ლიდერებს საკრებულოში არ უშვებენ

თბილისის საკრებულოს შენობასთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

როგორც ისინი აცხადებენ, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ნახვა და ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრა სურთ, თუმცა ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ.

ცნობისთვის, საკრებულოს შენობასთან ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული, შენობაში კი უსაფრთხოების სამსახური. ადგილზე სამართალდამცველთა მობილიზება დღევანდელი დაპირისპირების შემდეგ მოხდა. კერძოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო ჯერ სიტყვიერად შემდეგ კი, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების შედეგად ხაბეიშვილს თავისა და თვალის არეში დაზიანებები აღენიშნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics