|
2015-07-28 18:03:15, 575 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მრგვალ მაგიდას დაესწრო
ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სასტუმრო „შერატონში“ პაციენტთა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციების მიერ მრგვალი მაგიდა მოეწყო. შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე ესწრებოდნენ. 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღედ გამოცხადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდისათვის: 2014 წლის 1 მარტს დაიწყო მკურნალობის უფასო პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; 2014 წლის 1 ივლისადან შესაძლებელი გახდა ფასდაკლებული პრეპარატების შეძენა. 2015 წლიდან ხელმისაწვდომია ახალი პრეპარატით (სოფოსბუვირით) უფასო მკურნალობა 5000 პაციენტისთვის. საქართველო შეირჩა ამ ინფექციის ელიმინაციის (ქვეყნის მასშტაბით აღმოფხვრის) პროგრამის განსახორციელებლად. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველ ეტაპზე მკურნალობაში ერთვება ღვიძლის მე-3 და მე-4 ხარისხის დაზიანების პაციენტები. შემდეგ კი ეტაპობრივად მოხდება C ჰეპატიტით დაავადებული ყველა პაციენტისჩართვა. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებას შეუერთდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც, კერძოდ, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა თანადაფინანსებას, ქალაქ ბათუმის მაცხოვრებელთათვის უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის მერია, ხოლო მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ ბენეფიციართათვის, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. იმ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ 70%-ი, ხოლოსაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქვეპროგრამის ფარგლებში 30%. სხვა მოსარგებლეს კი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ 30%-ი, ცენტრის ქვეპროგრამის ფარგლებში 60%-ი, ხოლო პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. 27 ივლისის მდგომარეობით, რეგიონში მომსახურება გაეწია სულ 420 ბენეფიციარს, მ.შ. 135 მუნიციპალიტეტების მკვიდრია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანადაფინანსებით, რომელთაგანც 132 –ს ჩაუტარდა მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევები, ხოლო 3 ბენეფიციარი ჩართულია მკურნალობის პროცესში. შპს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ბოლო ინფორმაციით, მკურნალობის პროცესში ჩაერთო სულ 20 ბენეფიციარი.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)