|
2020-01-23 18:50:26, 2620 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ვაშაძემ აღიარა, რომ ხელისუფლების გადატრიალების მდელობის უკან „ნაცმოძრაობა“ იდგა
„მას შემდეგ, რაც მელიამ და სააკაშვილმა მოგვცეს აღიარებითი ჩვენებები, ახლა მოგვცა ვაშაძემ აღიარებითი ჩვენება, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის უკან, იდგა „ნაციონალური მოძრაობა“,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება სატელიტური ორგანიზაციების საშუალებით სცადა. „მას შემდეგ, რაც მელიამ და სააკაშვილმა მოგვცეს აღიარებითი ჩვენებები, ახლაც მოგვცა ვაშაძემ აღიარებითი ჩვენება, რომ მთელი ამ პროცესის, მათ შორის ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის უკან, იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იყო მორიგი აღიარებითი ჩვენება. ამან გამოიწვია იმ ადამიანების გაღიზიანება, რომლებსაც არ უნდოდათ, გაეშიფრათ საკუთარი კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. რეალურად სურათი ძალიან ნათელია – საზოგადოებამ იცის, რომ რაც ხდებოდა 20 ივნისი, ამის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“, მას ჰყავდა საკუთრი სატელიტი ორგანიზაციები და ამ სატელიტი ორგანიზაციების მეშვეობით, შემდგომ კი უშუალო ჩართულობით, მათ სცადეს ხელისუფლების გადატრიალება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)