17:45 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 12:42:33, 1264 ნახვა

პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - კორუფციის აღქმის ინდექსში, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელია

საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ 2019 წელს არსებული კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი 2 ქულით არის შემცირებული, მსოფლიო მასშტაბით 180 ქვეყანას შორის კორუფციის მაჩვენებლით საქართველო 44-ე ადგილზეა, ხოლო საქართველოში არსებული კორუფციული გარემო 100 ქულიდან 56-ით შეფასდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ აღნიშნულ რეგიონში საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ სამ ქვეყანას აქვს, საქართველოს (56), ბელორუსს (45) და მონტენეგროს (45). 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics