16:27 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 11:53:41, 1068 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: მხოლოდ ერთი წუთი დაეთმო ჩვენს წარმომადგენელს ევროპარლამენტარების კითხვაზე ინფორმაციის მისაწოდებლად

„სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წუთი, დაეთმო საქართველოს წარმომადგენელს იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან დაისვა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგარეო საქმეთა კომიტეტზე დებატების ძირითადი მიზანი ევროპარლამენტარებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი სიტუაციის გაცნობა იყო.

„დებატების ძირითად მიზანი გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი სიტუაციის გაცნობა ევროპარლამენტარებისთვის. მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. ბუნებრივია, იყო იქ რამდენიმე კითხვა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა. ჩვენ ვიყავით მზად იმისთვის, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წუთი, წუთნახევარი დაეთმო საქართველოს წარმომადგენელს იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა. მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე იმ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა საგარეო კომიტეტში ქართული დელეგაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მოხსენების შემდეგ, საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით შეკითხვები დასვეს და მწვავე შეფასებები გააკეთეს.  საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებასა და პოლიტიკოსების დევნას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics