16:27 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 14:34:30, 1445 ნახვა

პოლიტიკა
ელიზაბედ რუდი: შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც ხდება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან

„ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ განვითარებული მოვლენებით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, განსაკუთრებით კი ბოლო 1 თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რუდის თქმით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ყველა საჭირო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული.

„ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ განვითარებული მოვლენებით, რაც ხდება ადამინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, განსაკუთრებით კი ბოლო 1 თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გადმოწიეს ხაზი თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე. ვფიქრობთ, რომ გამოყენებული უნდა იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმი, ჟენევის ფორმატი, რათა ეს საკითხი იქნას მოგვარებული“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics