16:28 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 13:00:53, 1385 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - ქვეყნის მშვიდი განვითარებისთვის საჭიროა ივანიშვილის მიერ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულება

"ქვეყნის მშვიდი განვითარებისთვის ერთადერთი გზაა ივანიშვილის მიერ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულება", - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ პროპორციული საარცევნო სისტემის მოთხოვნის ინიციატორი საზოგადოებაა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩატარებულმა კვლევებმა. 

„ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ მართალია, მოლაპარაკებებს აწარმოებს ოპოზიციასთან, მაგრამ მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არის საზოგადოების მოთხოვნა და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა კვლევებით, რომ მოსახლეობის უმეტესობას სურს აირჩიოს პარლამენტი პირდაპირი პროპორციული წესით. შესაბამისად, თუ დათმობაზე არ წავა ხელისუფლება, ის კიდევ უფრო გააღრმავებს საზოგადოებასთან კონფლიქტს, რომელიც უკვე არსებობს. „ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვანაირად ესახებათ ქვეყნის მომავალი. რაც უფრო დაუპირისპირდება საზოგადოების მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, მით უფრო გაღრმავდება კონფლიქტი. დღეს ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდად განვითარება და ჩვენ მშვიდად ჩავატაროთ შემდეგი არჩევნები. ეს არის დათმობა და დაბრუნება იმ საკონსტიტუციო ცვლილების, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაპირდა ქართველ ხალხს და ქართველ ამომრჩეველს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics