20:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-18 12:41:54, 2982 ნახვა

სამართალი
გენერალური პროკურატურის შენობასთან ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს

გენერალური პროკურატურის შენობასთან სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს.

ზვიად კუპრავა და მისი თანამოაზრეები პროკურატურის შენობასთან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ. პროტესტის ნიშნად კუპრავამ პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ბოტასები თავიდან ბოლომდე ასოცირდება პროკურატურასთან, მის რეჟიმთან, ფარცხალაძესთან, შოთაძესთან. რაც მთავარია, ერთი ადამიანის თანხმობით არ შეიძლება დაბრუნდეს და დაინიშნოს ფარცხალაძე. ორი წლის წინ ერთ ადამიანს არ გადაუყენებია შოთაძე და ათი ათასობით ადამიანი აპროტესტებდა შოთაძეს და ზოგადად იმ ტრაგედიას, რომელიც მოხდა ხორავას ქუჩაზე. შესაბამისად, შოთაძის უკან დაბრუნება არის სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანის, იმ ათი ათასი ადამიანის, ვინც იდგა ორი წლის წინ რუსთაველზე. საზოგადოება არ დაუშვებს შოთაძის უკან მობრუნებას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics