17:48 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-15 16:36:20, 1376 ნახვა

კომენტარი
კალაძე: საუბარი, რომ თითქოს საქართველოში მედიის მუშაობა შეზღუდულია, ღიმილის მომგვრელია

„საუბარი იმაზე, რომ თითქოს მედიის მუშაობა შეზღუდულია საქართველოში,  ღიმილის მომგვრელია“,- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას „რას ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ მედიის ხელმძღვანელებს დევნიან და მათ ფაქტიურად ყოველ დღე უწევთ პროკურატურაში მისვლა“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი და ტელევიზიის ფლობა ან მედიაში მუშაობა ვერანაირი ფარი ვერ იქნება.

„დღეს თუ საქართველოში მედიის შეზღუდვა არის რაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ. მედიის ქონდა ანუ მედიაში მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ მედიაში მუშაობა ან ტელევიზიის ფლობა იყოს გარკვეული ფარი, ეს კატეგორიულად მიუღებელია. თუ ადამიანს რაიმე დანაშაული აქვს, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი და მედია ან ტელევიზიაში მუშაობა ვერ იქნება ვერანაირი ფარი. ის, რომ თითქოს მედიის მუშაობა შეზღუდულია საქართველოში ეს ღიმილის მომგვრელია. ამდენი მედიასაშუალება მგონი არასდროს არ ყოფილა როგორც არის დღეს და ვერავინ ვერ შეზღუდავს მედიას და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს ტელევიზიების არსებობას, სააგენტოების, პრესის და ა.შ.“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics