|
2020-01-15 12:49:08, 5275 ნახვა
სამხედრო
კომპანია, რომელიც თავდაცვის ძალებს საქონლის გაყინული ხორცით ამარაგებდა, დაჯარიმდა
თავდაცვის სამინისტროს შ.პ.ს. სახელმწიფო კვების კომპანიამ საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია 2019 წლის ბოლოს ყველა მოწოდებულ პარტიაზე დააჯარიმა. ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი სამსახურის მიერ სსიპ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაგზავნილ იქნა სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული გაყინული საქონლის ხორცის ნიმუშები. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი კომპანია (შ.პ.ს. საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“) ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ყველა შემოტანილ პარტიაზე (3-ჯერ) დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რომლის ჯამურმა ოდენობამ - 124 950 ლარი შეადგინა. „თავდაცვის სამინისტროში, ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ერთ-ერთ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებად, საქართველოს თავდაცვის ძალებში კვებითი მომსახურების გაუმჯობესება იქნა დასახული. ამ მიმართულებით მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, შეიცვალა კვების რაციონი და ის უფრო მრავალფეროვანი გახდა, დაიწყო ყველა სასადილოს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით, 2020 წლიდან ქართული ჯარი უკვე მარაგდება უმაღლესი ხარისხის გაუყინავი ქართული წარმოების ხორცით. ყველა ზემოაღნიშნულ რეფორმასთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საკვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების კუთხით. მათ, შორის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა. თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პროდუქციის ტენდერით შესყიდვისას ხარისხისა და გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი მომავალშიც მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)