14:17 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 19:43:56, 2169 ნახვა

პოლიტიკა
„წელს „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამთავრდება“ - ოპოზიცია მორიგ აქციებს აანონსებს

„ეს წელი არის საარჩევნო და წელს, "ქართული ოცნება" აუცილებლად დამთავრდება“,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რეგიონებში აქციები იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, ხოლო რაც შეეხება თბილისს, ვაშაძის თქმით, თარიღი თვის ბოლომდე დაზუსტდება.

„იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება აქციები რეგიონებში, შეხვედრები მოსახლეობასთან, რომ მაქსიმალურად გამოვაღვიძოთ საზოგადოება, იმიტომ, რომ ქვეყანა არის მაქსიმალურად მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ კრიზისში და ჩვენ უნდა ავუხსნათ თითოეულ ადამიანს, რომ გამოსავალი ერთ რამეშია, ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობებზე იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება და რაც მთავარია, წლევანდელი წელი არის საარჩევნო წელი და წელს "ქართული ოცნება" აუცილებლად დამთავრდება, ეს უნდა ვუთხრათ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენ უკვე ვმსჯელობთ იმ დიდი აქციის ჩატარების თარიღზე, რომელიც უნდა გაიმართოს თბილისში, ამაზე უკვე თვის ბოლომდე შევჯერდებით და აუცილებლად ეს კონკრეტული თარიღი იქნება. გარდა ამისა, იქნება პიკეტირებები, იქნეა წინააღმდეგობის სხვადასხვა კერები“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics