11:54 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 13:18:07, 1914 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

„მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ ორი საკითხი, რომლებიც შეეხება საქართველოს ინტერნეტიზაციას - ეს არის ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების სტრატეგია“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აღნისნული სტრატეგია ითვალისწინებს არამხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნას, არამედ ზოგადად, საქართველოს, როგორც ციფრული და საინფორმაციო ჰაბის სახით ჩამოყალიბებას რეგიონში.

მინისტრის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც ითვალისწინებს 2025 წლამდე მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, ასევე ორგანიზაციების მაღალსიჩქარიან, ხარისხიან ინტერნეტზე წვდომას, ასევე ცოდნისა და უნარების ამაღლებას, მათ შორის დასაქმების ზრდასაც.

„მეორე საკითხი, რომელიც მთავრობას წარვუდგინეთ, არის საქართველოს ფართზოლოვანი ინტერნეტქსელის მშენებლობის პროექტის განმახორციელებელი ღონისძიებების გეგმა. მისი მთავარი პრინციპი არის ის, რომ სახელმწიფო ააშენებს ქსელს იქ, სადაც ამის სურვილი და გეგმა არ გააჩნია კერძო სექტორს ანუ არ შევდივართ მათთან კონკურენციაში, პირიქით, მათთვის ურთიერთშემვსები იქნება ჩვენი საქმიანობა. ასევე, ჩვენი ახალი გეგმით, ძალიან მკაფიოდ განისაზღვრა პასუხისმგებლობები და ვადები, თუ ვინ რას აკეთებს იმისთვის, რომ უკვე 2020 წელი იყოს ამ პროგრამის აქტიური განხორციელების ფაზა“ - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics