|
2015-07-26 15:58:35, 537 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური დელეგაცია უკვე თბილისში იმყოფება
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“–ის ოფიციალური დელეგაცია უკვე თბილისში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. “ჩვენთვის დიდი პატივია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა. მინდა, მადლობა მოვახსენოევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს და პირადად ბატონ პატრიკ ჰიკს საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ ევროპის საკორდინაციო კომისიას და მის წევრებს - ჯოზეფ ლიბასა და კატერინანიცოვას მთელი ამ ხნის განმავლობაში „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო საკითხებში ასეთი აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენი ქვეყანა ამ დღეებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. ჩვენ განვახორციელეთ მასშტაბური პროექტები, რათაღირსეულად დავხვედროდით სტუმრებს. ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ, გახლავთოლიმპიური სოფელი. იგი მთლიანად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და ამაში თქვენ თავად დარწმუნდებით”, -მიმართა სტუმრებს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმული ფესტივალის სამზადისში და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ 2 ათას მოხალისეს შორის უცხოელებიც იმყოფებოდნენ. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს მთელი ქვეყანა სპორტული დღესასწაულის მოლოდინშია. „დარწმუნებული ვარ, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის საპატიო სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვისგახდება სავიზიტო ბარათი და საერთაშორისო დონის კიდევ არაერთ სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ოლიმპიადის სამზადისში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა. “ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი უშუალო ჩართულობის გარეშე დღეს ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. სამი დღეა, საქართველოში ვიმყოფები და დავათვალიერე ოლიმპიური ფესტივალისთვის განკუთვნილი თითქმის ყველა ობიექტი, მათ შორის ოლიმპიური სოფელი. მინდა გითხრათ, რომ ნანახით გაოცებული ვარ. თქვენ მართლაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულეთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა. პატრიკ ჰიკმა ირაკლი ღარიბაშვილი ფესტივალის სამზადისში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა. ჯილდოები ასევე გადაეცათ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს, ემზარ ზენაიშვილს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს, „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ალექსი ახვლედიანს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, თბილისის მერ დავით ნარმანიას.
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)