|
2019-12-27 18:12:57, 3932 ნახვა
რეგიონი
შუახევში 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს
შუახევის სასპორტო სკოლის ახლად გახსნილ საჭიდაო დარბაზში 2019 წლის საუკეთესო წარმატებული სპორტსმენების, მწვრთნელებისა და გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდის კაპიტნები მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ დააჯილდოვა. პრიზი 6 სპორტსმენს, 4 მწვრთნელს და 3 გუნდს გადაეცა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის და რეგიონის სპორტის განვითარებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრიდონ ფუტკარაძის ინიციატივით, მეორე წელია მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სპორტული შეკრებები იმართება და სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. წლის განმავლობაში ფულადი ჯილდო 140-მა სპორტსმენმა და 15-მა მწვრთნელმა მიიღო. ღონისძიება შუახევის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)