|
2019-12-27 17:57:55, 4069 ნახვა
რეგიონი
სოფელ ორმოცის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია
შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, 4 დღიანი სამუშაოების შედეგად ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერებთან უწყვეტ რეჟიმში 300 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. „პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 97 გაფრენა განახორციელეს. დრონის საშუალებით ხდებოდა ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. შტაბის მუშაობაში ჩართულები იყვნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში - გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სოფელ ორმოცის მიმდებარედ მობილიზებული იყო თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ადგილზე ასევე მუშაობდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ატენის ხეობაში მონიტორინგის მიზნით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები“,- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)