13:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 13:24:58, 2669 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი „პანდაზე“ - ვადასტურებ, რომ მმართველი გუნდის პოზიციას ისინი არ აჟღერებდნენ

მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ სარეკლამო კომპანია „პანდა“ მმართველი გუნდის პოზიციას არ აჟღერებდა და ეს იყო მისი პირადი ინიციატივა.

ამ განცხადებთ, ნინო წილოსანი სარეკლამო კომპანია „პანდას“ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა, სადაც კომპანიამ დაადასტურა და აღიარა, რომ ფეისბუქზე საკუთარი რესურსებით ოპოზიციას, კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობას“  მიზანმიმართულად აკრიტიკებდა. როგორც ვიდეომიმართვაშია აღნიშნული, პანდა ამას არა „ქართული ოცნების“  სიყვარულით, არამედ „დიქტატურის დაბრუნების შიშით“ აკეთებდა.

„მოვისმინე მათი განცხადება და შემიძლია დავადასტურო ჩემი მხრიდანაც, რომ ჩვენი, როგორც მმართველი გუნდის პოზიციას ისინი ნამდვილად არ აჟღერებდნენ. ყოველ შემთხვევაში ეს მათი პირადი ინიციატივა იყო“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics