|
2019-12-26 13:16:18, 1042 ნახვა
საზოგადოება
27-29 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნის საახალწლო ფესტივალს უმასპინძლებს
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 27-29 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი 27 დეკემბერს 12 საათზე წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოებით გაიხსნება. მთავარი სცენა ყოველდღიურად დატვირთული იქნება ლიტერატურული ღონისძიებებით. 3 დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს უმარავი სიახლე და სიურპრიზი ელოდება. სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს და ფესტივალის სტუმრებს ახალ წიგნებს გააცნობს. თიბისი პატარა მკითხველებს საბავშვო კუთხით, საახალწლო-გასართობი პროგრამითა და საჩუქრებით დახვდება: · შაბათ-კვირა, 13:00 -14:00, საბავშვო სივრცე - ილუსტრატორ გიო ჯინჭარაძის წიგნის - „წიქარას" კითხვა და ილუსტრაციის შექმნის ვორქშოპი ბავშვებისთვის. · შაბათ-კვირა, 17:00 -18:00, საბავშვო სივრცე - კალიგრაფ დავით მაისურაძის ვორქშოპი ბავშვებისთვის. კვირას, დახურვის ღონისძიებაზე ელექტრონული წიგნების სახლის - „საბა" დირექტორი - ირინა ჯავახაძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე პროექტ „საბკულტურის" შესახებ ისაუბრებენ. წიგნის საახალწლო ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)