20:07 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 10:56:56, 768 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულების პატიმრებს ახალი წელი მიულოცა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით N5 პენიტენციურ დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. დაწესებულებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, თეატრალურის კვარტეტი და კომპანია „Beauty box“-ის დამფუძნებელი თეონა თავართქილაძე ეწვივნენ.

სტუმრებმა მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერეს და მათ მიერ მოწყობილ მუსიკალურ საღამოს დაესწრნენ. წარმოდგენაში მონაწილეობა თეატრალურის კვარტეტმაც მიიღო.

მსჯავრდებულებისა და მომღერლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრების შემდეგ თეა წულუკიანმა და თეონა თავართქილაძემ ქალ პატიმრებს ახალი წელი მიულოცეს და დაწესებულების ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებულს კომპანიისაგან  „Beauty box“ პარფიუმერული საშუალებების სასაჩუქრე ნაკრებები გადასცეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics