|
2019-12-20 18:31:04, 1358 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში დასასვენებელი სივრცე გაიხსნა
ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის N68-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე მოეწყო, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სიცოცხლის სკვერის სახელი მიენიჭა. აღნიშნული სკვერის მოწყობის სამუშაოები საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროექტით განხორციელდა და ის ომში დაღუპული ქალბატონების ხსოვნის პატივსაცემად გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი ფილებით მოპირკეთდა, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო გასართობი ზონა და საპარკე ავეჯი. ასევე, დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა. დასასვენებელი სივრცის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი ვოლსკი და რიმა ბერაძე, აფხაზეთის მთავრობისა და უზენაესი საბჭოს წევრები, ასევე, სოხუმის თეატრის და GIPA-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ჩუღურეთის რაიონში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, GIPA-ს პროექტით რეკრეაციული სივრცე მოვაწყვეთ, რომელსაც სიმბოლური დატვირთვაც ექნება. ომში დაღუპული ქალების ხსოვნის პატივსაცემად, სკვერის ტერიტორიაზე ტალღების ფორმის ნარინჯისფერი უსაფრთხოების მოაჯირები განთავსდა. დასასვენებელი სივრცე თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა და უკვე ყველა თაობის ადამიანისთვის საყვარელი ადგილი გახდა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სამუშაოები, რომლის ღირებულება 77 000 ლარია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბამ“ შეასრულა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)