18:08 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 12:59:31, 1324 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ და „თურქეთის ფოსტის“ ხელმძღვანელებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის ფოსტისა და ტელეგრაფის (PTT) გენერალურ დირექტორთან ქენან ბოჟგეიკთან, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის საფოსტო ოპერატორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშაონ ახალი პროდუქტები და ლოჯისტიკური სქემა, რომელიც უზრუნველყოფს საფოსტო გზავნილების გატარებას. ამასთანავე კომპანიები გაცვლიან ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ გამოცდილებას.

„თურქეთის ფოსტა გახლავთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი, შესაბამისად აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის თანამშრომლობის გამყარებას, ასევე მოგვცემს შესაძლებლობას დავიწყოთ ახალი პროექტები და გავიზიაროთ გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ფოსტას დიდი პოტენციალი გააჩნია, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი გახლავთ როგორც „მსოფლიო საფოსტო კავშირის”, ასევე „ევროპის საფოსტო გაერთიანების“, ჩვენ ამ ორგანიზაციების ფარგლებში გვაქვს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ურთიერთმომგებიანი გავხადოთ“ - აცხადებს თურქეთის ფოსტის გენერალური დირექტორი ქენან ბოჟგეიკი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics