22:31 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 13:21:15, 1402 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი 15 წლის მოზარდის საქმეზე: არ შეიძლება, ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა, ამან შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს

„მე მესმის, რომ პოლიტიკური ინტერესები აქვს ვიღაცას, მაგრამ არ შეიძლება, ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა, რამაც ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგები“, -  ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გადაცდომების არსებობის შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება.

„თავისთავად ცხადია, რომ დამნაშავე დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს ის. მე მესმის, რომ პოლიტიკური ინტერესები აქვს ვიღაცას, მაგრამ არ შეიძლება, ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა, რამაც ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგები. რა თქმა უნდა, არის გადაცდომები, ზოგადად ვამბობ და არა ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში, და ამ გადაცდომებზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics