18:09 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 12:49:59, 846 ნახვა

საზოგადოება
გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეორე ორწლიანი განახლებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეორე ორწლიანი განახლებული ანგარიშის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და გლობალურ გარემოსდაცვით ფონდს (GEF) აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის და ყურადღება დოკუმენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 „გაეროს კონვენციის მიმართ ანგარიშის მომზადება მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის გასატარებლად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც პარიზის შეთანხმება და სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმება გვაკისრებს, დროულად და ზედმიწევნით შევასრულოთ. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება  დადასტურებული ფაქტია და სათბური აირების ემისიების შემცირების საკითხისადმი თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ მიმართა.

„2019 წელი საკვანძო თარიღია პარიზის შეთანხმების შესრულების კონტექსტში, რადგან მსოფლიოს ქვეყნებმა უნდა განაახლონ შეთანხმების ფარგლებში აღებული ეროვნული ვალდებულებები სათბური აირების გაფრქვევის შემცირებასთან დაკავშირებით. საქართველო  მზადაა ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები დაისახოს და მწვანე ეკონომიკის განვითარებისკენ შემდგომი ნაბიჯები გადადგას, რაშიც მას გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარება“,- განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.

პრეზენტაციის ფარგლებში, უახლესი ორწლიანი ანგარიშის განხილვისას, სათბური აირების გაფრქვევის წყაროების, მათი გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) ეროვნული სისტემის აღწერის შესახებ განახლებული ინფორმაცია და რეკომენდაციები წარმოადგინეს.

ანგარიშში, ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს გამოწვევები კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით. ყურადღება  საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფის, დაფინანსების საჭიროების, ინსტიტუციური მექანიზმების გამართვის, მეტი ხარისხიანი კვლევისა და კლიმატისადმი მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვის  საკითხებზე გამახვილდა.

ღონისძიებას სამინისტროს შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics