|
2019-12-17 12:14:45, 1908 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ორი საკითხი, რომელზეც კონგრესმენებმა თავის წერილში გააკეთეს აქცენტი, ვერ გადაფარავს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს
„ის ორი საკითხი, რომელზეც კონგრესმენებმა თავის წერილში გააკეთეს აქცენტი ვერ გადაფარავს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ძირითადი ოფიციალური განცხადებები და შეფასებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ასახავს პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ამ წლების განმავლობაში. „რა თქმა უნდა, ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ამერიკის შეერთებული შტატების და სახელმწიფო დეპარტამენტის. ასევე, კონგრესის ოფიციალური პოზიციები და ასევე საინტერესოა როგორც ჩვენი მეგობრების, კონგრესმენების ცალკეული შეფასებები. რა თქმა უნდა, ამას განვიხილავთ როგორც ჩვენი მეგობრების მოსაზრებას. ახლა საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება ვაშინგტონში და ჩვენი დელეგაცია უზრუნველყოფს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას. ვინაიდან საქართველოს აქვს მიღწეული ხელშესახები პროგრესი და მხოლოდ იმ ორი საკითხის გამო, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევა ვერ მოხერხდა და პარლამენტმა დაამტკიცა ორით მეტი მოსამართლე იმაზე, რა რჩევაც მისცა ვენეციის კომისიამ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს მიღწეული პროგრესის გადაფარვა. როგორც ხედავთ, ძირითადი ოფიციალური განცხადებები და შეფასებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ასახავს პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ამ წლების განმავლობაში. მათ შორის, ხელშესახები პროგრესია მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ორი საკითხი, რომელზეც კონგრესმენებმა თავის წერილში გააკეთეს აქცენტი ვერ გადაფარავს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნეს, რომელშიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაა საუბარი. წერილში ამერიკელი კონგრესმენები ქართულ მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო აკრიტიკებენ.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)