|
2019-12-17 11:43:32, 857 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ფერმერის მეურნეობას სტუმრობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, იმერეთის რეგიონის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარის, ანზორ მსხილაძის მეურნეობა დაათვალიერა. ანზორ მსხილაძემ, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 7 ჰექტარზე კაკლის და 5 ჰექტარზე ბლის ბაღი გააშენა, რისთვისაც სახელმწიფოსგან 63,000 ლარი მიიღო. ფერმერმა აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტითაც ისარგებლა, გრანტის სახით 37,700 ლარი მიიღო და კუთვნილ 7 ჰექტარზე გაშენებულ ხურმის ბაღისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა. ანზორ მსხილაძე შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიც არის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მან 192,000 ლარის ოდენობის თანხა მიიღო, რითაც საკუთრებაში არსებული მრავალწლოვანი ბაღები განაახლა და 30 სული საქონელიც შეიძინა. ფერმერს მეურნეობაში 10 ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახდენს. „სახელმწიფო პროგრამებით მიღებულმა მხარდაჭერამ ფერმერებს წარმოების დაწყებისა და გაფართოების საშუალება მისცა. ანზორ მსხილაძე ერთ-ერთი ის ფერმერია, რომელიც პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მრავალწლიანი კულტურების გაშენებას და განვითარებას წარმატებით ახდენს. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზრდება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტის რეალიზაცია როგორც შიდა ბაზარზე, ისე მისი ექსპორტი”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. იმერეთის რეგიონში, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 470 ჰა მიწის ფართობზე მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები გაშენდა, ხოლო გაცემულმა თანადაფინანსებამ 3,230,000 ლარი შეადგინა. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში კი, 52 მეწარმე ჩაერთო და სახელმწიფო თანადაფინანსებამ 592,000 ლარი შეადგინა.
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)