09:28 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 17:38:14, 1698 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს: ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ

„ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ“ - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და თინა ბოკუჩავას, ბიუროს სხდომაზე.

სხდომაზე, აღნიშნული სიტყვები ყაველაშვილმა მას შემდეგ თქვა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მონახულება მოითხოვეს.

ნათქვამმა, ოპოზიციონერების გაღიზიანება გამოიწვია.

„სუნი დგას აქ, ახლა ლაპარაკობთ ნორმალურად? ძალიან სერიოზულ საკითხზე შემოვედით, აწამებთ ადამიანებს, ნაწამები არიან ადამიანები“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. სხდომაზე სერგო რატიანი და თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარისგან განმარტებას ითხოვდნენ, თუ რის საფუძველზე არ უშვებენ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს ციხეში პატიმრების მოსანახულებლად. დაპირისპირება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების დეპუტატები მანდატურებმა სხდომიდან გაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics