09:28 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 12:46:58, 1500 ნახვა

პოლიტიკა
„დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ“ - საკრებულოსთან აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნა მიიტანეს

„დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ“ - ამ ლოზუნგით თბილისის საკრებულოსთან „სამოქალაქო მოძრაობის“, „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები და სანაგვე ყუთი აქვთ მიტანილი და მათი მთავარი მოთხოვნაა, საკრებულოს დეპუტატს, ერეკლე კუხიანიძეს შეუწყდეს სადეპუტატო უფლებამოსილება.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

ცნობისთვის, ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდა.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც“, - წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics