16:03 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 11:46:14, 855 ნახვა

საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა „ბილტმორთან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუცია მიუტანეს

სასტუმრო „ბილტმორთან“, რომელშიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია მიმდინარეობს, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კონფერენციაზე სიტყვით უნდფა გამოვიდეს, სიმბოლურად საქართველოს კონსტიტუცია მიუტანეს.

„მოვედით, რომ მივულოცოთ მას ეს სამარცხვინო ერთი წელი. ეს იყო საქართველოს პრეზიდენტების ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ერთი წელი. პრეზიდენტს მოვუტანეთ საქართველოს კონსტიტუცია და გვინდა ვუთხრათ, რომ ის უნდა ემსახურებოდეს საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარებას. სალომე ზურაბიშვილი არ არის ქართველი ხალხის პრეზიდენტი, ის არის ბიძინა ივანიშვილის დანაშაული ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics