00:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 18:53:36, 1560 ნახვა

კომენტარი
გახარია: ისინი არიან პოლიტიკური ხულიგნები - დიდ ხანს მოუწევთ კარვებში ყოფნა და ქუჩის აქციებში მონაწილეობა

"სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ ამ ხსნარის გაფრქვევის თემა რომ გადაფარონ, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს", -  ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ განწესების პარალელურად განვითარებულ მოვლენებს.

როგორც პრემიერმა უკრაინაში, ქართველ ჟურნალისტებს, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, "ეს ადამიანები  არიან პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა - საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი".

„მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ დიდხანს მოუწევს ზოგს - კარვებში ცხოვრება, ზოგს - ქუჩის აქციებში მონაწილეობა. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ახალი გენერალური პროკურორის კანდიდატურებთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მას  ჯერ საპროკურორო საბჭო წარადგენს, ხოლო შემდეგ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი დაამტკიცებს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურა გახლავთ დამოუკიდებელი ორგანო, ამიტომ არსებობს გენერალური პროკურორის არჩევის საკმაოდ რთული, სრულად დემოკრატიული პროცესი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics