|
2019-12-12 14:30:26, 1723 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტსა და მის წევრებზე
„ის, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში მოხდა, სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე, და პარლამენტის წევრებზე“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გარკვეული ნივთიერების შეტანის ფაქტს, რომლის გამოც პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. მისი თქმით, პარლამენტი შესვენების შემდეგ კვლავ განაგრძობს მუშაობას და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღის წესრიგში აქვთ, კენჭისყრით გადაწყვეტენ. „თქვენ თვალყურს ადევნებდით პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც პარლამენტს უნდა განეხილა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის უზენაესი სასამართლოს კანდიდატებზე უნდა ემსჯელა. რაც მოხდა პლენარულ სხდომათა დარბაზში სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტსა და პარლამენტის წევრებზე. სამწუხაროა, რომ ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ ივნისში და რასაც მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება, დღეს უკვე ჩვენ ვნახეთ სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა პარლამენტზე. სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი არის მოწამლული. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარება, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებშიც და ნაწილს ახლაც უწევენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. თუ რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურების საქმეა და უკვე დაწყებულია ღონისძიებები, რომელიც დაადგენს კონკრეტულად რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული, ვისი მხრიდან მოხდა ამის გამოყენება, სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ საჯარო განცხადებებიც და ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელიც არის აფილირებული ოპოზიციურ მოძრაობასთან და ეს არის მოძრაობა „სირცხვილია“, მათ აიღეს პასუხისმგებლობა ამაზე. ჩემთვის ეს განცხადებაც საკმაოდ უცნაური იყო და ვფიქრობ, რომ ამასაც უნდა მიეცეს სათანადო შეფასებები. რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, პარლამენტი შესვენების შემდეგ, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღის წესრიგში იყო განვიხილავთ და შესაბამისად მივიღებთ კენჭისყრით გადაწყვეტილებას. პარლამენტის მუშაობას ვერავინ ვერ შეაჩერებს და ვერ დაბლოკავს.ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი სეუშალოს კანონის მიხედვით გარანტირებულ მუშაობაზე სახელმწიფო ინსტიტუტს იქნება, რა თქმა უნდა, სათანადო რეაქციები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარათ, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის მიზეზი ოპოზიციის ორი დეპუტატია, რომლებმაც დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანეს.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)