10:58 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 12:01:30, 1218 ნახვა

საზოგადოება
კანდელაკის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, კომპანია „თელასი“ დაჯარიმდება

კანდელაკის ქუჩაზე, წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კომპანია „თელასს“ დააჯარიმებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წყალარინების მილის ვიდეოინსპექტირების შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული ქსელი დაზიანებული იყო.

„კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა დავასრულეთ. ორი კვირის წინ, მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩაზე დაფიქსირებული პრობლემის შესახებ ვაცნობე. ორ კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანებული იყო წყალარინების ქსელი. ეს დადგინდა მას შემდეგ, რაც ტერიტორია სპეციალური აპარატით შემოწმდა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ აპარატს იყენებს იმისთვის, რომ ახლადგაკეთებული ქსელი შეამოწმოს. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს, დაფიქსირდა ორი ადგილი, სადაც წყალარინების რეაბილიტირებული მილები იყო დაზიანებული. ცხადია, აქ ვიღაცას ნაწარმოები ჰქონდა მიწის ბურღვის სამუშაოები“,  - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ორივე კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანება უკვე გამოსწორებულია. ამასთან, დედაქალაქის მერმა შესაბამის სამსახურს დაავალა, რომ „თელასის“ ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია შედგეს და მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს.

„დავიწყეთ პრობლემის შესწავლა. დღეს, ორივე მონაკვეთი აღდგენილი და მოწესრიგებულია, თუმცა გვაქვს სხვა პრობლემა. ეს ყველაფერი დააზიანა კომპანია „თელასმა“.  არ მესმის ეს დამოკიდებულება ქალაქის და იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ. იყო ახალი აშენებული კორპუსი და იქ რომ ელექტროენერგია შეეყვანათ, ბურღვის სამუშაოები ისე აწარმოეს, რომ ახლადრეაბილიტირებული წყალარინების სისტემა დააზიანეს. ეს ნამდვილად მიუღებელია. შესაბამისად, აუცილებლად იქნება ჯარიმა გამოწერილი. დაიბარეთ ხელმძღვანელობა და აუხსენით, რომ მსგავსი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის ვაფერხებთ და არც თანამშრომლობაზე ვამბობთ უარს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics