|
2019-11-30 13:19:39, 26539 ნახვა
კულტურა
1-8 დეკემბერს, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება
1-8 დეკემბერს, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება. წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ფესტივალი 1 დეკემბერს 19:30 კინოთეატრ "ამირანში" ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით - „შანტაჟი" გაიხსნება. ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება. სპეციალურად „შანტაჟისთვის" გახსნის ცერემონიალს 2007 წელს შექმნილი მუსიკის ავტორი, კომპოზიტორი - ნილ ბრენდი დაესწრება. კომპიზიციას შეასრულებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. უკვე მესამე წელია, რაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს - "ადამიანის უფლებები კინოში". აღნიშნული პრიზი ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესდა, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ფესტივალის ფარგლებში, ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე 7 ფილმია ნომინირებული. თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება. დახურვაზე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ფილმი - „ქორწილი" ქართული პანორამა მე-20 ფესტივალის ფარგლებში მხოლოდ ეროვნული კონკურსი გაიმართება. „ქართული პანორამის" ფარგლებში გამარჯვებული 3 ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ეს ტრადიციული სექციაა, სადაც გასული წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმების ჩვენება იმართება. პროგრამის მიზანია, ქართველ კინემატოგრაფისტებს ხელი შეუწყოს ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი ნამუშევრის წარდგენაში. „ქართულ პანორამას" ტრადიციულად გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეო-ინსტიტუტის „არსენალის" და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის" დამფუძნებლები - ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ. ასევე ჟიურიში იქნება ჰეზერ სტიუარტი - ბრიტანული კინოს ინსტიტუტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ნიკოლას სელი - ალფონსო კუარონის ოსკაროსანი ფილმის „რომას" პროდიუსერი და პაბლო დე ვიტა - არგენტინელი კინოკრიტიკოსი. PLAY UK ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა ბრიტანეთია. ფესტივალის და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, პროგრამა უახლესი, გამორჩეული ბრიტანული ფილმების ჩვენებას, ბრიტანული კლასიკური კინოს მცირე რეტროსპექტივას და სხვა აქტივობებს მოიცავს. წლევანდელ ფესტივალზე ბრიტანულ ფოკუსს PLAY UK ჰქვია. ბრიტანული პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტია 90 წამიანი ფილმების კონკურსი - „დეპიკტი!". კონკრეტულად ამ კონკურსის ჟიური 20 საუკეთესო ფილმს შეარჩევს. ჟიურის წევრები დავით ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი და რიჩ უორენი - ბრისტოლის კინოფესტივალის დირექტორი არიან. „რეჟისორი ფოკუსში" - კარლოს რეიგადასი წელს ფესტივალზე, „რეჟისორი ფოკუსში" არგენტინელი რეჟისორი კარლოს რეიგადასია, რომელსაც საპატიო პრომეთე გადაეცემა. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი თიბისი სტატუსთან ერთად კინოს მოყვარულებს 8 დეკემბერს ლეგენდარულ რეჟისორთან შეხვედრის საშუალებას მისცემს. 2007 წელს ფილმმა - "მდუმარე სინათლე" კანის კინოფესტივალის ჟიურის გრანპრი მოიპოვა და რეიგადასს ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორის სახელი დაუმკვიდრა. ზოგიერთი კრიტიკოსი ამ ფილმს ათწლეულის საუკეთესო ფილმად მიიჩნევს. ფილმისთვის "წყვდიადის შემდეგ ნათელი" რეიგადასმა კანში, 2012 წელს საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო პრიზი. მისი უახლესი ფილმი, „ჩვენი დრო", 2018 წელს ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა. ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ სექციებში: „ჰორიზონტები", „ამერიკები", „ევროპული ფორუმი". კინოფესტივალის პროგრამა იხილეთ შემდეგ ბმულზე - tbilisifilmfestival.ge
(R)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)