|
2019-11-29 18:11:21, 2985 ნახვა
საზოგადოება
MYMARKET-ის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლება უკვე გაეშვა
Mymarket-ის განახლებული ვებგვერდი, www.mymarket.ge მოხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მასზე 100 000-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ნივთი თუ მომსახურებაა განთავსებული. განახლებაზე მუშაობა 2019 წლის თებერვალში დაიწყო და მას წინ მრავალთვიანი კვლევები უძღოდა, რომლის მთავარი კითხვა იყო: „როგორ გავხადოთ MYMARKET უფრო საშენო?". 240 დღიანი უწყვეტი მუშაობის და 2 თვიანი ბეტა ტესტირების შემდეგ, სრულად განახლდა ვებ-გვერდის დესკტოპ ვერსია. შედეგად, შეიცვალა მთავარი გვერდი, რომელიც ყველა მომხმარებლის ინტერესებს ერგება. უფრო დახვეწილი გახდა ძებნის ფუნქციონალი, სადაც ე.წ. „ემოჯითაც" კი არის შესაძლებელი ნივთის ან მომსახურების პოვნა და შეძენა. Mymarket-ს დაემატა „საშენო ფასის" შეთავაზების მოდული, რაც როგორც გამყიდველს, ასევე მყიდველს შოპინგის პროცესს უმარტივებს. განცხადების დამატება ახლა უფრო მარტივი და კომფორტულია, ვებგვერდს დაემატა Draft-ის ავტომატური შენახვის ფუნქციაც, რომლითაც შეწყვეტილი განცხადების დამატების გაგრძელებაა შესაძლებელი. გაუმჯობესდა არაერთი პატარა დეტალი, რომელმაც MYMARKET უფრო „საშენო" გახადა. მალე, ვებგვერდის მობილური ვერსიის ბეტა ტესტირება დაიწყება, 2020-ში კი მეორადი ნივთების სახლში მიტანასთან ერთად, ონლაინ განვადებაც იქნება ხელმისაწდომი. ელექტრონული კომერციის პლატფორმა, MYMARKET-ი, რომელსაც ყოველთვიურად 900,000 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, უკვე 16 წელია არსებობს.
(R)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)