01:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 17:40:35, 1436 ნახვა

პოლიტიკა
„შემოთავაზებული მოდელი გამოსავალია“ - ბესელია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, ხელისუფლების სურვილის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო სისტემის ცვლილება შესაძლებელია, როგორც გერმანული მოდელით, ასევე ჩაგდებული პროექტის ხელახალი ინიცირებით.

განცხადება ეკა ბესელიამ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც ხვალ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გაიმართება.

„ქვეყანაში, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა ყველანი ვთანხმდებით- მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული არის გამოსავალი, რომელსაც არ სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება, თუმცა ხელისუფლებას თუ სურვილი აქვს, მოსწრებადია კონსტიტუციის შეცვლის გზითაც, ხელახლა ინიცირება იმ პროექტის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ 30-მდე ოპოიციური პარტია („ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „გამარჯვებული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“ „გირჩი“ და ა.შ.) ხელისუფლებას საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics