|
2019-11-28 18:23:43, 1224 ნახვა
საზოგადოება
DRI - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მეტალის კონსტრუქციებით გადაკეტვა დაუსაბუთებელია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შინაგან საქმეთა სამინისტორის მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვას ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მეტალის კონსტრუქციებით გადაკეტვა დაუსაბუთებელი და ადამიანის უფლებების მკვეთრად არაპროპორციული შეზღუდვაა. „პოლიციის კანონის 33-ე მუხლში დეტალურად ჩამოთვლილია ყველა ის ღონისძიება, რომლებსაც პოლიციელი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად იყენებს. აღნიშნულ კანონში მეტალის კონსტრუქციის მქონე ბარიერების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. იმ ღონისძიების გამოყენება, რომელიც კანონში არ არის გაწერილი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევა. ამ შემთხვევაში ეს აშკარა დარღვევაა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ პოლიციის მიერ სპეციალური საშუალების გამოყენების სახე და ინსტრუქცია აუცილებლად დეტალურად იყოს გაწერილი საკანონმდებლო ბაზაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადამიანისათვის მიყენებული ზიანი. ( იხ. CASE OF ABDULLAH YAŞA AND OTHERS v. TURKEY § 61) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ საჯარო დაწესებულებების შესასვლელის ბლოკირების საფრთხით ვერ იქნება გამართლებული ბარიკადებისა და დაბრკოლებების აღმართვა. აღნიშნული ღონისძიება უნდა იყოს მოსალოდნელი საფრთხის პროპორციული და არ უნდა იქნეს გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუ არ არსებობს დანაშაულის ან მართლწესრიგის დარღვევის განსაკუთრებული რისკი. ( იხ. CASE OF PRIMOV AND OTHERS v. RUSSIA § 144-148) აღნიშნული კონსტრუქციები აღიმართა დემონსტრაციის გამართვამდე რამოდენიმე საათით ადრე, მაშინ როდესაც პოლიციას ჰქონდა შესაძლებლობა ალტერნატიული მეთოდებით უზრუნველეყო საჯარო დაწესებულების ფუნქციონირება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც თბილისის მერიის მხრიდან საჯაროდ არ ყოფილა მიწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა მიზანს ემსახურება ეს აკრძალვა და როგორ უნდა დარეგულირებულიყო მოძრაობა ამ ქუჩებზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, არაპროპორციულად და უკანონოდ მიიჩნევს სახელმწიფოს ჩარევას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში და ითხოვს, რომ საჯაროდ გამოქვეყნდეს ბრძანება, რომლის საფუძველზეც გამოიყენესაღნიშნული ღონისძიება“, - ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)