04:59 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 14:18:28, 353 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: რეალურად გვაქვს შანსი, რომ საქართველო ნამდვილად ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს

ჩვენ რეალურად გვაქვს იმის შანსი, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ნამდვილად ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებაზე განუცხადა.

კალაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების შესაძლებლობა ექნება.

"ჩვენ რეალურად გვაქვს იმის შანსი, რომ უახლოეს მომავალში, საქართველო გახდეს ნამდვილად ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა და არა მარტო ჩვენ შევძლოთ შიდა მოხმარების დაკმაყოფილება სრულიად. სექტემბრიდან მარტის ჩათვლით, ჩვენ გვიწევს ელექტროენერგიის ყიდვა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ეს ძალიან მძიმეა ჩვენი ენერგოსისტემისთვის, თუმცა ვართ ოპტიმისტები, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ იმპორტის სრულად ჩანაცვლებას და მეტიც, შევძლებთ ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელებას ჩვენს მეზობელ ქვეყნებში", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის საშუალებით მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ეს არის 237 მგვ-იანი სიმძლავრის ელექტროსადგური, რომელიც არის კომბინირებული ციკლის. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროექტით, ჩვენ ვანაცვლებთ ძველ ქვესადგურებს, რომლებიც იყო საბჭოთა კავშირის დროს აშენებული, ყველა სამუშაო ცვეთა გასული აქვს და არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რასაც თანამედროვეობა ჰქვია. ამ პროექტით, ჩვენ შევძლებთ 30%-ით მეტი ელექტროენერგია იქნას გამომუშავებული ჩვენი სისტემისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის ენერგეტიკის მდგრადობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics